Categories
Uncategorized

როგორ გავზომოთ ინტერნეტის სიჩქარე სწორად?

ინტერნეტის სიჩქარის განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ — თქვენი კავშირი მუშაობს თქვენი პაკეტის სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, სიჩქარის გასაზომად აუცილებელია სწორი პირობების დაცვა, რათა შედეგი რეალური და სანდო იყოს.

რეკომენდებული სერვისები

ინტერნეტის სიჩქარის ტესტირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საიტები:

როგორ ჩავატაროთ გაზომვა სწორად?

სწორი და სანდო შედეგის მისაღებად გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:

  1. LAN კავშირი — ტესტი ჩაატარეთ კომპიუტერით, რომელიც დაკავშირებულია ქსელის კაბელით ინტერნეტ-მოდემთან. Wi-Fi–ის გამოყენებისას მოსალოდნელია სიჩქარის კლება.
  2. პროგრამების გათიშვა — ტესტირებისას დახურეთ ყველა პროგრამა და აპლიკაცია, რომელიც ინტერნეტს იყენებს (მაგ.: YouTube, Netflix, Dropbox, Torrent და სხვა).
  3. სხვა მოწყობილობების გათიშვა — გამორთეთ ან დროებით გათიშეთ ყველა სხვა მოწყობილობა, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ინტერნეტ ქსელთან.
  4. პროცესორის დატვირთვის კონტროლი — დარწმუნდით, რომ ტესტირებისას კომპიუტერზე არ მუშაობს ისეთი პროგრამები, რომლებიც ზედმეტად ტვირთავს პროცესორს.

რა უნდა გააკეთოთ განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში?

თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დაცვით ჩატარებული ტესტის შედეგად დაფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე მნიშვნელოვნად ჩამორჩება თქვენი პაკეტის შესაბამის სიჩქარეს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ტესტის შედეგის ეკრანის სქრინი.

Categories
maintenance

სერვისების განახლება

02.10.2020 ღამის 01:00AM დან 06:00AM დაგეგმილია აპარატურული განახლება.

Categories
datacenter

ორდუნეტს ახალი მონაცემთა დამუშავების ცენტრი აქვს

Categories
iptv

ორდუნეტმა IP ტელევიზიის სერვისი გაუშვა