Categories
News

საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის მე-9 ფორუმი

ამა წლის 14 დეკემბერს სასტუმრო რუმში გაიმართა საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის მე-9 ფორუმი. იგი ორგანიზებული იყო USAID-ის, ევროკავშირის, RIPE NCC-ის, მდგრადი ეკონომიკის სამინისტროს, მარეგულირებელი კომისიის, საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ასოციაციის, Open Neti და სხვადასხვა
ადგილობრივი თუ უცხოური ორგანიზაციების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გლობალური ინტერნეტ კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობასი შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში. ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც განიხილეს სხვადასხვა საკითხებს შორის აგრეთვე სამართლის რეგულაციის საკითხები. ფორუმი გამოვიდა ძალზე შინაარსიანი და ნაყოფიერი. სიტყვით გამოვიდა არანაკლებ 30 მომხსენებელი. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს არსებული პრობლემები და დაისახეს პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული მიზნები. იმედია დასახული მიზნები მაქსიმალურად იქნება შესრულებული, რაც ხელს შეუწყობს როგორც გლობალური ინტერნეტის განვითარებას, ასევე მცირე ინტერნეტ პროვაიდერების მხარდაჭერას, რაც თავისთავად კონკურენციის და სამართლიანი ბიზნესის აუცილებელი პირობაა.
შპს „ორდუნეტი“
(ინტერნეტი, ტელევიზია, VoIP)
www.ordunet.ge



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *