
Ubuntu-ს ოფიციალური რეპოზიტორია ორდუნეტზე
ორდუნეტის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომი გახდა Ubuntu-ს ოფიციალური რეპოზიტორია. ეს რეპოზიტორია საშუალებას აძლევს Ubuntu-ს მომხმარებლებს საქართველოში უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩამოტვირთონ და განაახლონ თავიანთი სისტემები.
კომპანიის DevOps ინჟინრის დავით მაჭახელიძის და ტექნიკური დირექტორის რომან ქარჩავას ძალისხმევით, რეპოზიტორია გამართულ იქნა და მრავალეტაპიანი ტესტირების შემდეგ გაშვებულ იქნა ოფიცაილური სტატუსით.
ოფიციალური აღწერა Canonical-ის გვერდზე: https://launchpad.net/ubuntu/+mirror/mirror.ordunet.ge-archive
რეპოზიტორიის ბმული: mirror.ordunet.ge-archive.
ორდუნეტი აქტიურად მუშაობს სხვა პოპულარული ლინუქს დისტრიბუტივების რეპოზიტორიების შექმნის მიიმართულებით და ახლო მომავალში იგეგმება მათი გაშვებაც.
